პრემიერ-მინისტრი ჩეხეთის პარლამენტის წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარეს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, ჩეხეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრებს განაგრძობს.

პრემიერი, საქართველოს დელეგაციასთან ერთად, დღეს ჩეხეთის რესპუბლიკის პარლამენტის წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარე იან ჰამაჩეკს შეხვდა.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტები, ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის საკითხები და შემდგომი განვითარების პერსპექტივები განიხილეს.

საუბარი შეეხო საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის საკითხს. საქართველოს დელაგაციამ ინფორმაცია მიაწოდა ნატო-საქართველოს „არსებითი პაკეტის“ განხორციელების მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებზე.

ჩეხეთის მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, აგრეთვე ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის ურყევი მხარდაჭერა.

banner
წინა სტატიაშილევან მურუსიძე: მამუკა ახვლედიანი არაეფექტური მენეჯერი იყო და მოხდა მისი თავმჯდომარის პოსტიდან გადაყენება
შემდეგი სტატიასარკინიგზო ავარიის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა