პრემიერ-მინისტრი ამომრჩევლებს არჩევნებზე მისვლისა და ხმის „საქართველოს უკეთესი მომავლისთვის“ მიცემისკენ მოუწოდებს

სულ რამდენიმე საათი გვაშორებს 8 ოქტომბერს, როდესაც ჩვენ უნდა ჩავატაროთ ჩვენი ქვეყნის განვითარებაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი არჩევნები, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, ეს არჩევნები არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი დემოკრატიული საქართველოს მომავლისთვის.

„პირველ რიგში, მინდა მოვუწოდო ყველა ამომრჩეველს, რომ აუცილებლად მივიდეს არჩევნებზე და ხმა მისცეს საქართველოს უკეთეს მომავალს და საქართველოს ევროპულ მომავალს. დარწმუნებული ვარ, რომ 9 ოქტომბერს ჩვენი ქვეყანა იცხოვრებს უკეთეს საქართველოში,“ – განაცხადა კვირიკაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიჩიორა თაქთაქიშვილის მეუღლის დაკითხვა სუს-ში 5 საათი გაგარძელდა
შემდეგი სტატიაგიორგი კვირიკაშვილი : შსს-ს როლი არის უმნიშვნელოვანესი, რათა უზრუნველყოფილი იქნას წესრიგი და თავისუფალი არჩევნებისთვის საჭირო გარემო