,,პრემერთან შეთანმხებით ვმუშაობთ, რათა ახმეტაში ხე-ტყის მრეწველობის საკითხი მოგვარდეს”

ახმეტაში პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის სტუმრობისას, მოსახლეობას სიტყვით მიმართა მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა გელა სამხარაულმა.

მაჟორიტარობის კანდიდატმა აღნიშნა, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ახმეტაში ვითარდება ინფრასტრუქტურა, როგორც საგზაო, ასევე შემდგომში ლოჯისტიკური თვალსაზრისით და ამ ყველაფერს ტურიზმის განვითარება მოჰყვება.

„მინდა, აუცილებლად აღვნიშნო და კიდევ ერთხელ გაგახსენოთ, ძალიან დიდი დანაშაული წინა ხელისუფლების, რაც ახმეტელების მისამართით ჩაიდინა. მოგეხსენებათ, ხე-ტყის მრეწველობა ახმეტისთვის ყოველთვის ტრადიციული დარგი იყო და უამრავი ადამიანი იყო ამ მიმართულებით დასაქმებული. როდესაც გაყიდეს გრძელვადიანი ლიცენზია და ფაქტობრივად, ეს რესურსი აღარ გახდა ხელმისაწვდომი ახმეტელებისთვის, პირიქით, მას შემდეგ უბედურების მომტანიც კი არის ზოგიერთი ოჯახისთვის. ამ საკითხზე სწორედ, პრემიერთან შეთანხმებით, ჩვენ ვმუშაობთ. დღეს რა ხდება რეალობაში, ეს რესურსი იჭრება, მორის სახით გადის დასავლეთ საქართველოში, იქ იხერხება და იყიდება უცხოეთში, იმის მაგივრად, რომ აქ ადგილზე ამუშავებულიყო წარმოება, დასაქმებულიყო ხალხი, თან უამრავი ამ მიმართულების სპეციალისტი ცხოვრობს ახმეტაში, მათ ეს სიკეთე არ ადგებათ. ამიტომ, ჩვენ უახლოეს მომავალში გვექნება შეხვედრა ამ საკითხზე გარემოს დაცვის სამინისტროში. გვინდა, რომ წარმოგიდგინოთ უკვე ახალი ხედვა, თუ როგორ შეიძლება სწორედ ჩვენი ხელისუფლების, სახელმწიფოს ჩარევით, ეს რესურსი გახდეს ხელმისაწვდომი და ახმეტას კვლავ დაუბრუნდეს ის ფუნქცია, რომ ადგილზე შეიქმნას დამატებული ღირებულება, გახდეს სიკეთე ჩვენი მოსახლეობისთვის. გეგმები მართლაც ძალიან ბევრი გვაქვს“,-განაცხადა გელა სამხარაულმა.

მაჟორიტარობის კანდიდატი დარწმუნებულია, რომ თითოეულ ადამიანს გათვითცნობიერებული აქვს „ქართული ოცნების“ ხედვა და 8 ოქტომბერს სწორ არჩევანს გააკეთებენ.

„მე მჯერა თქვენი სიბრძნის, მჯერა იმის, რომ თქვენ გააკეთებთ რეალურ არჩევანს და მხარს დაუჭერთ „ქართულ ოცნებას“,-აღნიშნა გელა სამხარაულმა.

banner
წინა სტატიაშიექსკლუზივი – ვის დაასახელებს ,,ოცნება” ზუგდიდის გამგებლის კანდიდატურაზე?!
შემდეგი სტატიამარსელ კოლერი – საქართველოს შეუძლია ფეხბურთის კარგად თამაში