“პრაქტიკულად საზოგადოებას არანაირი ინფორმაცია არ გააჩნია “გაზპრომთან” დაკავშირებით”

ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ ქვეყანა მივიდეს არჩევნებამდე

თავისუფალი დემოკრატების წევრი ზურაბ აბაშიძე პრეზიდენტის ყოველწლიურ ანგარიშს აფასებს. აბაშიძე იზიარებს პრეზიდენტის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ სასამართლო სისტემაში გარკვეული პრობლემები არსებობს.

„ეს საკითხი არის ძალიან მნიშნელოვანი და ვფიქრობ, რომ რეფორმა, რომელიც შეიძლება ითქვას სამწუხაროდ დაგვიანებულია, იმიტომ რომ ბევრი რეფორმა რომელიც უნდა განხორციელებულიყო, ყველა მიმართულებით არის ჩამორჩენილი. იგივე პროკურატურის რეფორმა, რომელიც აბსოლუტურად ილუზიური ფორმით ჩატარდა. მე ვფიქრობ, პრეზიდეტი ყველა თემას შეეხო,“ – განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

ზურაბ აბაშიძე, პრეზიდენტის იმ განცხადებასაც შეეხო, სადაც მან რუსეთ-საქართველოს ურთიერთობას ხაზი გაუსვა და ასევე ისაუბრა ენერგოუსაფრთხოებისა და გაზპრომის თემაზე.

„აქ არის პრინციპული მნიშვნელობის საკითხი, როდესაც საზოგადოებრივ მაღალ ინტერესს წარმოადგენს, ეს არის დაკავშირებული პირდაპირ თითოეულ მოქალაქესთან. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი თემა, ჩვენი სახელმწიფოსთვის და მოქალაქეებისათვის, ამიტომ, საქართველოს მოქალაქეები იმსახურებენ იმას, რომ ამ თემებთან დაკავშირებით იყოს გამჭვირვალობა და მთავრობა ესაუბრებოდეს ხალხს და უხსნიდეს რაშია საქმე, რასაც სამწუხაროდ ჩვენ ბოლო პერიოდში ვერ დავინახეთ. პრაქტიკულად საზოგადოებას არანაირი ინფორმაცია არ გააჩნია გაზპრომთან დაკავშირებით. კითხვის ნიშანს აჩენს ის, რომ გაზპრომს ქვია კერძო კომპანია, მაგრამ რეალურად ის დაკავშირებულია რუსეთის ხელისუფლებასთან,“ – განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

banner
წინა სტატიაშიმაკა ასათიანი სპეცილუარ განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატია“ჩვენც და საზოგადოებასაც გვქონდა უფრო მეტის მოლოდინი” – სერგო რატიანი პრეზიდენტის გამოსვლაზე