ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე მთავრობაში საკადრო ცვლილებებს არ ელოდება

დატოვებენ, თუ არა მინისტრები გიორგი კვირიკაშვილის კაბინეტს. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, დღეს სამთავრობო ცვლილებებია მოსალოდნელი. ერთ-ერთი ვერსიით, გადაადგილებები აღმასრულებელი ხელისუფლების შიგნით მოხდება.

ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარე აცხადებს, რომ გარკვეული მნიშვნელოვანი საკითხებით იყო დაკავებული, რის გამოც საშუალება არ მიეცა აქტიურად ყოფილიყო ჩართული საკადრო საკითხებში. უმრავლესობის დეპუტატი ამ ეტაპზე საკადრო ცვლილებებს არ ელოდება.

“მე არ მგონია, რომ საკადრო ცვლილებები მოხდეს. პარტიებმაც უნდა შეიკავონ თავი მინისტრების ამ პოლიტიკურ გარჩევებში ჩართულობისგან, როგორც ქართულმა ოცნებამ, ასევე რესპუბლიკელებმა. ვარშავის სამიტი გვაქვს წინ, ძალიან კარგი შედეგების მოლოდინში ვართ, თანამშრომლობა, ხარისხი ჩვენი ნატოსთან, ევროკავშირის სტრუქტურებთან და სახეზეა რამდენად პროგრესულია და კარგია. ეს არ უნდა გააფუჭოს, დაანაგვიანოს რაღაც პოლიტიკურმა ინტერესებმა,” – განაცხადა გია ვოლსკიმ.

banner
წინა სტატიაშისოსო ჯაჭვლიანი: მამიდაჩემი უპატიოსნესი ქალია და მოუარონ თავიანთ მამიდებს
შემდეგი სტატიაეკა ბესელიასა და ირინა იმერლიშვილს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა