ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობა” ბიურო სხდომაზე “გაზპრომთან” დაკავშირებით რეზოლუციის პროექტს წარადგენს

ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობა” დღეს ბიურო სხდომაზე, “გაზპრომთან” დაკავშირებით რეზოლუციის პროექტს წარადგენს. პარტიის წევრები რუსულ ენერგოკომპანიასთან გასაფორმებელი ხელშეკრულების გასაჯაროებას და მთავრობის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას ითხოვენ.

„ჩვენ ვითხოვთ მთავრობის პასუხისმგებლობას, ხელშეკრულების გასაჯაროებას და სხვა მნიშვნელოვანი ასპექტები, რომელიც ამ მოღალატეობრივ ხელშეკრულებას უკავშირდება. იმიტომ, რომ ერთის მხრივ, ეს აჩვენებს რამდენად უსუსური და არაკომპეტენტურია ჩვენ სამთავრობო გუნდი, მაგრამ იმავდროულად ძალიან მკაფიოდ უსვამს ხაზს თუ რამხელა პოლიტიკური ბერკეტები მოიპოვა რუსეთმა ჩვენს ხელისუფლებაზე,“ – განაცხდა პეტრე ცისკარიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიურეკში მატარებელი მამაკაცს დაეჯახა, რომელიც ადგილზევე გარდაიცვალა
შემდეგი სტატიასაკონსტიტუციო კომისიის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული მოწყობის სამუშაო ჯგუფი პირველ შეხვედრას გამართავს