ფრანსუა ოლანდი: არსებული ინფორმაცია მიუთითებს, რომ თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა

საფრანგეთის პრეზიდენტ ფრანსუა ოლანდის განცხადებით, ამ დროისთვის არსებული ინფორმაცია მიუთითებს იმაზე, რომ ეგვიპტური ავიაკომპანიის EgyptAir-ის კუთვნილმა თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა. ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა პარიზში მთავრობის წევრებთან საგანგებო შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ფრანსუა ოლანდის თქმით, თვითმფრინავის კატასტროფის მიზეზების შესახებ ჯერჯერობით არაფერია ცნობილი.

“ჩვენს მიერ და, რა თქმა უნდა, ეგვიპტის ხელისუფლების მიერ შეგროვებული ინფორმაცია, სამწუხაროდ, ადასტურებს, რომ თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა. ის დაიკარგა”, – განაცხადა ოლანდმა.

რეისი MS804 პარიზიდან კაიროში მიფრინავდა. ავიალაინერი, რომლის ბორტზე 56 მგზავრი და ეკიპაჟის 10 წევრი იმყოფებოდა, ხმელთაშუა ზღვის თავზე გაუჩინარდა.

საფრანგეთის პროკურატურამ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.

banner
წინა სტატიაშიუჩა ნანუაშვილი: კითხვის ნიშნები არის განაჩენის გამოცხადების შემდეგაც
შემდეგი სტატიათბილისის მერია სქოლიოზისა და ბრტყელტერფიანობის დიაგნოსტიკას აფინანსებს.