ფრანგულმა ავიაციამ სირიაში ,,ისლამური სახელმწიფოს,, პოზიციების შტურმი დაიწყო…

ფრანგულმა ავიამოიერიშეებმა გაანადგურეს ისლამური სახელმწიფოს იარაღის საწყობები

თურქული და რუსული წყაროების ცნობით, ფრანგულმა ავიაციამ სირიაში ,,ისლამური სახელმწიფოს,, პოზიციების მასირებული დაბომბვა დაიწყო…

გავრცელებული ინფორმაციით,  არაბული კოალიციის მიერ მიწოდებული ,,ისლამური სახელმწიფოს,, პოზიციების კოორდინატთა მიხედვით, სირიაში ,,ISIS,,-ს ხელმძღვანელთა შტაბად წოდებულ ქალაქ რაქქაში, 10-მდე ფრანგულმა ავიაგამანადგურებელმა ტერორისტთა პოზიციების მასირებული დაბომბვა დაიწყო…

აღსანიშნავია, რომ ფრანგული ავიაცია, ადრეც ანხორციელებდა წერტილოვან დარტყმებს სირიაში ისლამისტთა პოზიციებზე, თუმცა მსგავსი მასშტაბის შეტევა, მხოლოდ პარიზის ბოლო ტერატების შემდეგ განხორციელდა, რაც ერთგვარ პასუხად შეიძლება განიხილოს ისლამისტთა  მიმართ.

www.timer.ge

banner
წინა სტატიაშილაშა შუშანაშვილის ადვოკატი ჟურნალისტს სასამართლოში უჩივლებს-ნოვაცია “ქურდულ” სამყაროში
შემდეგი სტატიაროგორ მოხვდა ილჰამ ალიევი დიდი ოცეულის (G-20) სამიტზე…?