„ფრანგული კომპანია ,,Sade’’-ს პასუხი “თაიმერს”

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი ნოემბერი 7, 2017 18:39

„ფრანგული კომპანია ,,Sade’’-ს პასუხი “თაიმერს”

ორიოდ თვის წინ, ზუსტად 7 სექტემბერს, „თაიმერმა“ გამოაქვეყნა სტატია – „ინფრასტრუქტურის სამინისტრო ეროვნულ შუღლს აღვივებს?!“ ჩვენგან ეს სტატია რამდენიმე საიტმა წაიღო და გამოაქვეყნა. რამდენიმე დღის წინ, ჩვენთვის მოულოდნელად ორი თვის წინ გამოქვეყნებულ სტატიას გამოხმაურება (რბილად ვიტყვი – ვნებათაღელვა და დიდი აჟიოტაჟი) მოჰყვა. დეტალებზე ამჯერად არ შევჩერდებით, უბრალოდ მოგახსენებთ, რომ რედაქციამ მიიღო საპასუხო წერილი.

იმისათვის, რომ უკეთ გაერკვეთ დეტალებში შეგიძლიათ სტატია იხილოთ ბმულზე აქ http://www.timer.ge/inprastruqturis-saministro-erovnul-shughls-aghvivebs/ .

სწორედ ამ სტატიას ეხება ის წერილი, რასაც ქვემოთ წაიკითხავთ: „ფრანგული კომპანია ,,Sade’’ შეიქმნა და დარეგისტრირდა 1918 წელს ქალაქ პარიზში და წარმოადგენს უმსხვილესი წყალმომარაგებისა და კანალიზაციის, ასევე გარემოს დაცვის სისტემების მშენებლობისა და ოპერირების დარგში მსოფლიოში უმსხვილესი ფრანგული კომპანია ,ვეოლიას’’ ჯგუფს. კომპანია ,,Sade’’ თავის საქმიანობას ახორციელებს მსოფლიოს ხუთ კონტინენტზე და წარმოდგენილია თავისი ფილილებითა და შვილობილი კომპანიებით 35-ზე მეტ ქვეყანაში, რომლის სათაო ოფისი მდებარებს ქალაქ პარიზში. სამშენებლო კომპანია ,Sade’’ საქმიანობის ძირითად მიმართულობას წარმოადგენს მიწისქვეშა კომუნიკაციების, წყალმომარაგებისა და კანალიზაციის სისტემების, ასევე გამწმენდი ნაგებობეის მშენებლობა და მათი ოპერირება. აღნიშნული სამუშაოებისა და კონტრაქტების შედეგად ,,Sade’’ ბოლო 20 წლის წლიური საშუალო ბრუნვა აღემატება 3 მილიარდ ლარს. ბოლო 10 წლის განმავლობაში თავისი საქმიანობით აქტიურად არის წარმოდგენილი კავკასიისა და შუა აზიის რეგიონებში, კერძოდ ყაზახეთში, უზბეკეთში, სომხეთსა და აზერბაიჯანში, სადაც წარმატებით ანხორციელებს აღნიშნული ტიპის პროექტებს. 2016 წლის 19 ოქტომბერს, მსოფლიო ბანკის შესყიდვების წესების შესაბამისად გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვების შემდეგ, კომპანია ,,Sade’’-სა და საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდს შორის გაფორმდა კონტრაქტი წყალტუბოსა და თელავის კანალიზაციის გამწმენდი ნაგებობების მშენებლობაზე. აღნიშნული პროექტები ფინსასდება მსოფლიო ბანკისა და შვედეთის სააგენტო ,,სიდას’’ მეშვეობით. კომპანია ,,Sade’’ ახორციელებს რა თავის საქმიანობას საქართველოში, ის აგრძელებს თავის პოლიტიკას დაასაქმოს და ჩართოს ადგილობრივი მოსახლეობა პროექტების რეალიზაციის პროცესში. ასევე განსაზღვრული აქვს საქართველოში შექმნას მსხვილი სამუშაო ჯგუფი, რომელიც ხელმძრვანელობას გაუწევს კავკასიისა და შუა აზიის გეოგრაფიულ ზონაში არსებული ფილიალებისა და შვილობილი კომპანიების მენეჯმენტს. რაც, შეეხება სომხეთსა და აზერბაიჯანზე წარმოდგენილ უზუსტობებს, გვინდა მოგახსენოთ, რომ კომპანია ,,Sade’’-ს პორტფელი აზერბაიჯანში განხორციელებული პროექტებით შეადგენს 70 მილიონ დოლარზე მეტს, რაც აღემატება სომხეთში არსებულ პორტფელს. კომპანია ,,Sade’’ აზერბაიჯანისა და სომხეთის ქვეყნებში განხორციელებული პროექტებითა და დანერგილი თანამედროვე ტექნოლოგიების მართვით სარგებლობს დიდი ნდობითა და პატივისცემით. შესაბამისად აღნიშნული ინფორმაცია, რომ თითქოსდა ,,კომპანია ,,Sade’’-ს საქმიანობამ საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების მიერ შეიძლება გამოიწვიოს პრობლემები და ეროვნული შუღლი’’ არ შეესაბამება რეალობას. ასევე არასწორად არის თქვენდამი მოწოდებული ინფორმაცია, რომ ,,Sade’’-ს სათაო ოფისი არის ქალაქ ერევანში და თვით კომპანია არის სომხურ-ფრანგული’’. როგორც ზემოთ ავღნიშნეთ, ამ საერთაშორისო ფრანგული კომპანიის სათაო ოფისი მდებარეობს ქალაქ პარიზში. ამასთან არ შეიძლება არ აღინიშნოს ის ფაქტი რომ კომპანია SADE -ს არავითარი კავშირი არ გააჩნია სტატიაში ნახსენებ პიროვნებებთან და არც კი იცნობს მათ ».

ფილიპ დეპარდე

ევრო დირექტორი

« SADE »“

 

 

 

 

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი ნოემბერი 7, 2017 18:39

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


6,921
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics