ფრანგული ღვინის გამო შეიძლება ირანთან მოლაპარაკება ჩაიშალოს…

ირანის პრეზიდენტის ჰასან როუჰანისა და მისი ფრანგი კოლეგის ფრანსუა ოლანდის შეხვედრა პარიზში შეიძლება პროტოკოლით გათვალისწინებული საკითხების გამო ჩაიშალოს, აცხადებს ფრანგული Le Monde…

ფრანგული წყაროს ცნობით, ირანულმა მხარემ უარი თქვა პროტოკოლით შემოთავაზებულ საზეიმო სადილზე, რომელზეც ტრადიციულად ფრანგული ღვინოები იქნება წარმოდგენი, რამეთუ ირანი ისლამური სახელმწიფოა და ისლამი ღვინოს კრძალავს…

ფრანგული გამოცემის ცნობით, საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ამ საკითხის კომენტირებაზე უარი განაცხადეს… თუმცა ზოგიერთი ფრანგი ჩინოვნიკი გაბრაზებას ვერ მალავს და ამ სიტუაციას სასაცილოს უწოდებს, რადგან უარის თქმა ღვინის გამო იმ სადილზე, სადაც  მსოფლიოსთვის ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები უნდა განხილულიყო, როგორიცაა ირანის ბირთვული პრობლემის შესახებ შეთანხმების რეალიზაცია და სირიის კონფლიქტი, არასერიოზულად მიაჩნიათ.

აღსანიშნავია, რომ ეს პირველი შემთხვევა არაა, როდესაც ირანის ლიდერი უარს ამბობს ფრანგული პროტოკოლის შემოთავაზებაზე… 1999 წელს ირანის პრეზიდენტმა მუჰამად ჰატამიმაც გადადო თავისი ვიზიტი პარიზში და მოითხოვა სპირტიანი სასმელები ამოეღოთ მენიუდან… შედეგად კი, პრეზიდენტმა ჟაკ შირაქმა ის ელისეის სასახლეში ყოველგვარი სადილის გარეშე მიიღო.

www.timer.ge

 

banner
წინა სტატიაშიპუტინი აშშ-ს საწინააღმდეგოდ ბირთვული სისტემების გაძლიერებას გეგმავს…
შემდეგი სტატია“ქართულ ოცნებაში” კვალიფიციური სპიკერების დეფიციტია–კახა მიქაია განცხადებას ავრცელებს