ფრანგმა ორ წელიწადში მეორედ მოიგო მილიონი ევრო

მამაკაცმა, რომელიც აღმოსავლეთ საფრანგეთში ცხოვრობს, ეროვნულ ლატარეაში “ჩემი მილიონი” მეორედ მოიგო ჯეკ-პოტი, ამასთანავე, პირველი მოგებიდან ორი წელიც არ გასულა. როგორც მათემატიკოსები ამბობენ, მსგავსი დამთხვევის შანსი 16 ტრილიონიდან ერთია.
პირველად ფრანგმა, რომლის სახელიც არ ქვეყნდება, 2016 წლის ნოემბერში მოიგო, მას შემდეგ მან ლატარიის თამაში გააგრძელა. გასულ თვეს კი ხელახლა ერთი მილიონი მოიგო.
როგორც მაღაზიის მფლობელმა, სადაც ბედნიერი ლატარიის ბილეთი იყიდეს, თქვა, მოგებულს რეაქცია არ ჰქონია. “ალბათ, მიეჩვია მოგებას” – თქვა მაღაზიის გამყიდველმა.
“ჩემი მილიონი” გათამაშებაა, რომლის ჯეკპოტიც, ზოგჯერ ათობით მილონ ევროს აღწევს. ჟურნალისტების ინფორმაციით, მოგებულმა თქვა, რომ თამაშს გააგრძელებს, რადგანაც “ღმერთი სამობით არის” – “ბიბისი” წერს.

banner
წინა სტატიაშიაშშ-ში 40 წლის მანძილზე პირველად გაიწვიეს მოსამართლე არასათანადო სასჯელის გამო
შემდეგი სტატიამერკელმა G8 ფორმატში რუსეთის დაბრუნება გამორიცხა