ფრანგი ფერმერი, მიგრანტების დახმარების გამო, შესაძლებელია დააპატიმრონ

ფრანგ ფერმერს საფრანგეთის სასამართლომ ბრალი მიგრანტების დახმარებაში დასდო, რომელთაც დოკუმენტები არა აქვთ და არალეგალურად გადაკვეთეს საფრანგეთის საზღვარი. სედრიკ ჰერროუ იტალიის საზღვართან პატარა სოფელში ცხოვრობს. იმ შემთხვევაში, თუკი მას ბრალი დაუმტკიცდა, ჰერროუს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა და 30 000 ევრო ჯარიმის გადახდა დაეკისრება.

“ჩემი საქმე არ არის თეთრსა და სავს შორის ხაზის გავლება,ან გარკვევა, ვის აქვს დოკუმენტი და ვის არა. ეს ჩემი საქმე არ არის. მე ფერმერი ვარ და ჩემი საქმეა ხალხის დაპურება, რასაც ვაკეთებ კიდეც” – ამბობს ფერმერი, რომელიც უკვე ასობით ჩრდილოეთ აფრიკელს დაეხმარა, რომლებიც იტალიაში ხმელთაშუა ზღვის ნავებით გადაკვეთით მოხვდნენ – ავრცელებს “სიენენი”.

banner
წინა სტატიაშისაფრანგეთში კოსოვოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი დააკავეს
შემდეგი სტატია105 წლის ფრანგმა სპორტული რეკორდი დაამყარა