ფრანგებმა არაბ ლტოლვილებზე შური იძიეს…? (VIDEO)

banaki514 ნოემბერს,  დაახლოებით ღამის 01.00 საათზე, პარიზში განხორციელებული  ტერაქტებიდან რამდენიმე საათში, საფრანგეთის ქალაქ კალეში მდებარე არაბ ლტოლვილთა ბანაკს, უცნობმა პირებმა ცეცხლი წაუკიდეს და გადაწვეს…

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას (ფოტოებთან ერთად) ერთ-ერთი აზერბაიჯანული სააგენტო, საფრანგეთში საკუთარ კორესპოდენტზე დაყრდნობით ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, უცნობმა პირებმა არაბი ლტოლვილების ბანაკი სახელად ,,ჯუნგლები,, რომელშიც 4000-მდე ადამიანი ცხოვრობდა, ბარბაროსულად ცეცხლს მისცეს…

banaki2,,ფრანგულმა პოლიციამ აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. თუმცა დამნაშავეებისა და დაზარალებულთა შესახებ ინფორმაცია აქამდე არ გავრცელებულა. ასევე უცნობია, ემსხვერპლა თუ არა ამ ამბავს ვინმე. სამწუხაროდ ეს ინფორმაცია, მსოფლიოს  არც ერთ წამყვან მედიასაშუალებას არ გაუვრცელებია,, აცხადებს აზერბაიჯანული წყარო.

არაბი ლტოლვილების ბანაკის გადაწვის შესახებ ვიდეო და ფოტო ინფორმაცია სოციალურ ქსელშიც გავრცელდა… თუმცა ფრანგი ბლოგერები ამ არაადამიანური აქტის განხორციელებას ტერაქტებს არ უკავშირებენ.

აღსანისნავია, რომ ,,ჯუნგლების,, ბანაკში მცხოვრები ლტოლვილები, დიდი ხანია ინგლისში გადასვლას ლამობენ.

www.timer.ge

/იხილეთ ვიდეო/

banner
წინა სტატიაშისაფრანგეთი გააგრძელებს წერტილოვან ავიადარტყმებს სირიაში „ისლამური სახელმწიფოს“ გასანადგურებლად…
შემდეგი სტატიატანჯული ,,ჟურნალისტკა,, სააკაშვილთან კითხვას ვერ ,,აკვეხებს,,… (VIDEO)