პრაღა უარს ამბობს “ნოვიჩოკის” ანალიზს წარმოება უწოდოს

პრაღა კიდევ ერთხელ აზუსტებს, რომ ქიმიურ ნივთიერება А-230 -ზე ანალიზების გაკეთებას, რომელიც “ნოვიჩოკის” ჯგუფს განეკუთვნება, ნივთიერების წარმოება არ შეიძლება დაერქვას. “ჩეხეთში არასდროს აწარმოებდნენ ან ინახავდნენ “ნოვიჩოკის” მსგავს ნივთიერებებს” – 7 მაისს ქვეყნის პრემიერ-მინსიტრმა ანდრეი ბაბიშმა ჩეხეთის ტელევიზიაში გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, ნერვულ-პარალიტიკური ნივთიერების ანალიზი კვლევითი პროგრამის ფარგლებში ხდება “არმიისა და მოსახლოების დაცის მიზნით” – “დოიჩე ველე” წერს.
3 მაისს ჩეხეთის პრეზიდენტმა მილოშ ზემენმა განაცხადა, რომ მის ქვეყანაში კვლევების ფარგლებში აწარმოებდნენ А-230 .
“ნოვიჩოკის” ტიპის ნივთიერებით მარტში ბრიტანეთში მოწამლეს სერგეი სკრიპალი და მისი ქალიშვილი. მაშინ ჩეხეთმა უარყო ნივთიერების რაიმე სახით ქონა.

banner
წინა სტატიაშიპიჯაკი აიღო და მეოთხე ინაუგურაციაზე წავიდა – BBC პუტინზე (ფოტორეპორტაჟი)
შემდეგი სტატიასირიაში რუსული სამხედრო ვეტმფრენი Ка-52 ჩამოვარდა