ფოტორეპორტაჟი-წალენჯიხა ამ წუთებში

წუხელ, გვიან ღამით მოსული ძლიერი წვიმის შედეგად, წალენჯიხის მუნიციპალიტეტი სერიოზულად დაზარალდა. ყველაზე მძიმე მდგომარეობა სოფლებში – ფახულანი, საჩინოსა და ობიჯშია. დანგრეულია შიდა საუბნო გზები. დაიტბორა საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები. დახოცილია შინაური ფრინველი. ასევე, განადგურებულია სახნავ-სათესი მიწის ნაკვეთები. მდინარე „ჭანისწაყალი“ კალაპოტიდან გადმოვიდა. როგორც წალენჯიხის გამგებელმა, ბესიკ ფარცვანიამ „თაიმერს“ განუცხადა, ადგილზე იმყოფებიან სამაშველო ჯგუფები და ამ დროისთვის ზარალის დათვლა მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაშიწალენჯიხა-მაზანდარას უბანი
შემდეგი სტატიაშსს “თაიმერის” ექსკლუზიურ ინფორმაციას საგანგებო განცხადებით პასუხობს