(+ფოტოები) მესტიაში გარდაცვლილი გერმანელი ბიზნესმენის ავტომანქანა ხევიდან ამოყავთ

გუშინ, როგორც „თაიმერი“ ექსკლუზიურად იუწყებოდა, მესტიაში გერმანიის 65 წლის დაკარგული მოქალაქის ცხედარი იპოვეს. მანქანა, რომელშიც წინასწარი მონაცემებით, სოფელ ლუჰაში ნახეს, სწორედ ბიზნესმენი სერგეი სმისლოვი იმყოფებოდა – ენგურის ხეობაში, ხრამში იყო გადავარდნილი.

ამ წუთებში, „თაიმერის“ კორესპონდენტის ინფორმაციით, მანქანა იმ ხევიდან ამოყავთ, რომელსაც 60-გრადუსიანი დახრა აქვს. სპეციალიტების თქმით, ავტომანქანა 200-250 მეტრ სიღრმეშია ჩავარდნილი და, რთული რელიეფის გამო, მისი ამოყვანა გაძნელებულია.

არსებული ინფორმაციით, ნაპოვნია ბიზნესმენის კუთვნილი პირადი ნივთებიც. წინასწარი ცნობით, გარდაცვალების მიზეზი შესაძლოა, ავტოსაგზაო შემთხვევა გახდა. ამასთან, ცხედარს ექსპერტიზა უტარდება, რის შემდეგაც მისი იდენტიფიცირება მოხდება.

 

1 2 4 5 6 7 8 9 10 11 15

banner
წინა სტატიაშისაფრანგეთის საელჩოში ხელყუმბარა შეაგდეს
შემდეგი სტატიავაჟა-ფშაველას გამზირზე დედა-შვილს მანქანა დაეჯახა