(ფოტო) წალენჯიხის გამგებლის გადადგომას თანამშრომლები ტირილით შეხვდნენ

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოგა გულორდავამ უფლებამოსილება მოიხსნა და გამგებლის თანამდებობა ოფიციალურად დატოვა.
მან გამოსამშვიდობებელი სიტყვით მიმართა წალენჯიხელებს და შეაჯამა თავისი გამგებლობის 3 წლის განმავლობაში გაწეული მუშაობა და მადლობა გადაუხადა თითოეული სამსახურის უფროსებსა და თანამშრომლებს მხარდაჭერისათვის და ყველა მათგანს წარმატებები უსურვა .
„ მინდა მადლობა გადაგიხადოთ თითოეულ თქვენთაგანს თანადგომისა და გაწეული მუშაობისათვის ამ წლების მანძილზე. ჩემთვის საამაყო იყო ყველა ის გადაწყვეტილება რომელიც მივიღეთ ერთობლივად. ასევე მინდა მივმართო მოსახლეობას: სადაც არ უნდა ვიყო ყოველთვის მზად ვიქნები თითოეული წალენჯიხელის თანადგომისთვის” – თქვა გულორდავამ, რომელიც საპარლამენტო არჩევნებში “ქართული ოცნების” სახელით იყრის კენჭს.

გოგაგამგებელიჰგფ

banner
წინა სტატიაშინუგზარ წიკლაური „ქართულ ოცნებას“ პოლიტიკურ დევნაში ადანაშაულებს
შემდეგი სტატიარიოში ჟურნალისტების ავტობუსს თავს დაესხნენ