(ფოტო) რითი ვიცხოვროთ, რითი გადავიხადოთ სესხები?-სტიქია წალენჯიხაში

ძლიერმა ქარმა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფლები დააზარალა.
ქარმა უმეტესად მოსახლეობის თხილნარი გაანადგურა. როგორც „თაიმერს“ სოფელ მუჟავადან აცნობეს, თხილის 80-90 პროცენტი განადგურებულია.
„რა ვქნათ, არ ვიცით. რითი ვიცხოვროთ, რითი გადავიხადოთ სესხები?“ – აცხადებენ დაზარალებულები.
ამასთან, როგორც „თაიმერს“ აცნობეს, ამ წუთებში წალენჯიხის გამგებელი ბესიკ ფარცვანია საგანგებო სხდომას მართავს. გამგებლის თქმით, წალენჯიხას ასეთი მასშატაბური ზარალი არასოდეს უნახავს. ძლიერმა ქარმა ქალაქ ჯვარში, მუჟავაში, ჭალესა და ჩქვალერში საცხოვრებელ კორპუსებს და კერძო სახლებს სახურავი გადახადა.

banner
წინა სტატიაშისტიქია წალენჯიხაში
შემდეგი სტატიაშარტავას ქუჩაზე მშენებლობაზე მუშა დაიღუპა