(ფოტო) რეჯეფ ტაიპ ერდოღანი დაღუპული 9 თვის ტყუპი ბიჭების მამას შეხვდა

7 აპრილს თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ ტაიპ ერდოღანი, სამშაბათს სირიის ქალაქ იდლიბში განხორციელებული ქიმიური შეტევის დროს დაღუპული 9 თვის ტყუპი ბიჭების მამას აბდულჰამიდ ელ-იუსუფის შეხვდა. მისალმებისას, გარდაცვლილი ბავშვების მამამ პრეზიდენტ ერდოღანს შუბლზე აკოცა… ,,ჩვენი, სირიელების უკანასკნელი იმედი, ჩვენი უფროსი ძმა ტაიპ ერდოღანია,, განაცხადა ელ-იუსუფიმ თურქულ მედიასთან საუბრისას.

ქიმიური იარაღის გამოყენების გამო იდლიბში 80-მდე მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და 600-მდე დაშავდა.
დღეს აშშ-მ 59 ფრთიანი რაკეტა “ტომაგავკი” დაარტყა ცენტრალურ სირიაში სამხედრო აეროდპორტს. აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სარაკეტო დარტყმებს, სირიის სამთავრობო ძალების მიერ გამოყენებული გაზის გამო “შურისძიება” უწოდა.

banner
წინა სტატიაშითინა ხიდაშელი: ჩვენს სამეზობლოში არნახული ტრაგედია ტრიალებს და ჩვენ რითი ვართ დაკავებული
შემდეგი სტატიაარაბებმა “აბუ ივანკა” ტრამპს სირიის დარტყმების გამო შეაქეს