(+ფოტო) მაწანწალა ძაღლმა სანაგვეზე გადაგდებული ახალშობილი გადაარჩინა

დაუჯერებელი და სულისშემძვრელი შემთხვევა მოხდა ბრაზილიის შტატ სან პაულუს ქალაქ კამპინასში, სადაც დედის მიერ სანაგვეზე გადაგდებული ახალშობილი მაწანწალა ძაღლმა იპოვა და გადაარჩინა.
ბრაზილიური მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით და ფოტოებით, რომლებიც თვითმხილველების მიერ იქნა გადაღებული, ცნობილი გახდა, რომ კამპინასის ღარიბულ უბანში უგულო დედამ თავისი ახალშობილი სანაგავეზე გადააგდო. გარკვეული პერიოდის შემდეგ ამ სანაგვეზე ახალშობილი ბავშვი, რომელსაც ჭიპლარიც კი არ ჰქონდა მოჭრილი, მაწანწალა ძაღლმა იპოვა. კბილებით ფრთხილად აიყვანა და იქვე ახლოს მცხოვრებ ერთ-ერთ ოჯახში მიიყვანა, რომლის დიასახლისმა ძაღლის კბილებში მოთავსებული ახალშობილის დანახვისას შოკი განიცადა, თუმცა მალე მოიკრიბა ძალა და ბავშვს მივარდა გადასარჩენად. მოკლე ხანში უბნის მცხოვრებლებმა ბავშვი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ექიმების განცხადებით, პატარა გოგონა ამჟამად ჯანმრთელადაა და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ბრაზილიური მედიის ცნობით, პოლიცია უკვე ეძებს სანაგვეზე გადაგდებული ბავშვის უგულო ბიოლოგიურ დედას, რომელმაც ასეთი საშინელი დანაშაული ჩაიდინა. ხოლო რაც შეეხება ამ ისტორიის გმირ ძაღლს, მას ადგილობრივებმა ,,ანჟელა,, შეარქვეს. ამბობენ, რომ მისის სახით ანგელოზი ჩამოვიდა დედამიწაზე, რომ პატარა ანგელოზი გადაერჩინა. მას ყველგან ცნობენ. მისთვის საკვები მიაქვთ და სახლშიც ეპატიჟებიან საცხოვრებლად. თუმცა როგორც ბრაზილიური მედია აცხადებს. ,,ანჟელას,, თავისი მაწანწალა ცხოვრება უფრო ხიბლავს და ისევ დაძვრება სანაგვეზე. ალბათ მორიგი გმირობის მოლოდინში.
14657775_1803532229931776_235248004_n  14694628_1803532219931777_1848642762_n
banner
წინა სტატიაშიაშშ რუსეთის წინააღმდეგ უპრეცედენტო კიბერშეტევისთვის ემზადება
შემდეგი სტატიათბილისს ახალი საპატიო მოქალაქეები ჰყავს