(+ფოტო) მამუკა კუდავა: პარიზის ცნობილ ყოველწლიურ გამოფენაზე აფხაზეთი მონაწილეობს, საქართველო არაა წარმოდგენილი

 

საფრანგეთში საქართველოს ყოფილი ელჩის, მამუკა კუდავას ინფორმაციით, პარიზის ცნობილ ყოველწლიურ გამოფენაზე აფხაზეთი მონაწილეობს.

“პარიზის ცნობილ ყოველწლიურ გამოფენაზე აფხაზეთი მონაწილეობს მაშინ როცა საქართველო არაა წარმოდგენილი ამ „მსოფლიო ტურიზმის სალონზე“ (17-20 მარტი, ვერსალის საექსპოზიციო პარკი). ფოტოები ფრანგმა მეგობარმა გამომიგზავნა.
საქართველოს მთავრობა გვესმის, რომ ყველგან და ყოველთვის ვერ მოაწყობთ გამოფენას. ეკონომიკის ზრდას და სამუშაო ადგილებს ვერ მოაბით თავი, მაგრამ მარტივია აფხაზეთის არაღიარების პოლიტიკის განხორციელება ტურიზმსა და სოფლის მეურნეობაში მაინც (მეტი ვერაფრითაა საინტერესო ოკუპირებული ტერიტორია დღეს). ინტერნეტში გუგლი უნდა აკრიფოთ, მერე მოძებნოთ მსოფლიო ტურიზმის ან აგრიკულტურის უდუდესი გამოფენები, 50 მაინც. დასავლეთის და აზიის დიდ ქალაქებში წელიწადში მინიმუმ თითო მსოფლიო მნიშვნელობის ექსპოზიცია იმართება ამ სექტორებში. ბოლოს, მათ უნდა გაუგზავნოთ წერილები, რომ აფხაზეთი იქ არ გააჭაჭანონ. და არ დაგავიწყდეთ – ეს ყოველწლიურად გასაკეთებელია, რადგან ორგანიზატორებს შეიძლება დაავიწყდეთ, გამოფენებზე მილიონობით ხალხი დადის. გარდა ამისა, საქართველოს მიერ გამართულ გამოფენებზე წამსვლელებს – მათ შორის მინისტრებს – უნდა დაავალოთ, რომ ეს სამუშაო ჩაატარონ ადგილზე ყოველი ექსპოზიციისას ორგანიზატორებთან. გასაგებია?”,- წერს სოციალურ ქსელში მამუკა კუდავა.

banner
წინა სტატიაშივინ და საიდან ატვირთა გიორგი ფარესიშვილის პირადი ცხოვრების ფირი ?!
შემდეგი სტატიაქორწინების განსაზღვრების საკითხის საორგანიზაციო კომისიაში კომპოზიტორი ვაჟა აზარაშვილი და რეჟისორი მერაბ თავაძეც არიან