ფოტო: ესტონეთში ნატოს ჯარები შევიდნენ

ესტონეთში ბრიტანეთის 120 ჯარისკაცი და ოფიცერი ჩავიდა – ეს ნატოს ჯარების პირველი ოპერატიული ქვედანაყოდია, რომელიც ბალტიის ქვეყნებსა და პოლონეთში იქმნება იმისათვის, რომ რუსეთის შესაძლო აგრესია დააკავონ.

“ესტონეთში ბრიტანული ძალები ითამაშებენ წამყვან როლს, ასევე, მხარდაჭერას გამოუცხადებენ ჩვენ მოკავშირეებს აშშ-დან, რომლებიც პოლონეთში განლაგდებიან” – განაცხადა ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა მაიკლ ფელონმა. მისივე თქმით, ბრიტანელების ძირითადი კონტიგენტი 800 ჯარისკაცი, აპრილის დასაწყისში ესტუმრება ესტონეთს – “ბიბისი” ავრცელებს.

 

banner
წინა სტატიაშიპარიზის აეროპორტში სამხედროებმა მამაკაცი მოკლეს
შემდეგი სტატიასპესცამსახურის აგენტის მანქანიდან ნოუთბუქი მოიპარეს