ფოთში ზაზა ჭურღულიამ მოძრაობა ”სახელმწიფო ხალხისთვის” ოფიციალურად დატოვა

პაატა ბურჭულაძის მოძრაობა ”სახელმწიფო ხალხისთვის” ფოთის საქალაქო ორგანიზაციის აღმასრულებელმა მდივანმა ზაზა ჭურღულიამ ოფიციალურად დატოვა თანამდებობა.

ამის შესახებ მან დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა. წასვლის მიზეზად ჭურღულია ასახელებს პაატა ბურჭულაძის პარტიის „გირჩთან“, „ახალ საქართველოსა“ და „ახალ მემარჯვენეებთან“ შესაძლო გაერთიანებას.

”ეს ის ხალხი და ის პოლიტიკური ორგანიზაციებია, რომლებმაც შექმნეს დანაშაულებრივი პოლიტიკური სისტემა და მათი განუყოფელი ნაწილი იყვნენ წლების განმავლობაში. სისტემა, რომელსაც ვებრძოდი, სისტემა, რომელმაც შეიწირა, ჩემი ახლობლები…. ჩემთვის, კატეგორიულად და პრინციპულად მიუღებელია, დანაშაულებრივი სისტემის შემქმნელი ”ნაციონალური მოძრაობის” ნარჩენებისა და მის სატელიტ პოლიტიკურ პარტიებთან ნებისმიერი ფორმით თანამშრომლობა, მით უმეტეს პოლიტიკური ბლოკისა თუ ალიანსის შექმნა!!!! სამწუხაროდ, მსგავსი ალიანსი-გარიგება, რეალურად შედგა, რაც, აბსოლიტურ წინააღმდეგობაში მოდის ჩემს, იდეოლგიურ-პოლიტიკურ, მორალურ, ზნეობრივ პრინციპებთან“ – განაცხადა ჭურულიამ.

ზაზა ჭურღულიასთან ერთად პარტია 50-მა კოორდინატირმა დატოვა. მათ შორის არიან ზონის უფროესბი და პარტიის წვრები.

banner
წინა სტატიაშიექსკლუზივი : “ქართული ოცნება” სამეგრელოს მაჟორიტარობის კანდიდატებს ცვლის
შემდეგი სტატიაკახა კალაძე : დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი გამარჯვება სრულიად საქართველოს გამარჯვება იქნება