ფოთში პოლიციის რეიდები ტარდება

ფოთში პოლიციის რეიდები მიმდინარეობს. არსებული ინფორმაციით,  ნიღბიანი და ავტომატებით შეიარაღებული სამართალდამცავები ავტომანქანების მძღოლებს აჩერებენ და მათი ვინაობით ინტერესდებიან. ასევე, ითხოვენ მგზავრთა დოკუმენტაციას.

საქმეში საპატრულო პოლიციის თანამშრომლებიც არიან ჩართული. რეიდები რამდენიმე საათის წინ დაიწყო და ამ წუთებშიც გრძელდება. ფოთის პოლიცია რეიდების მიზეზს არ აკონკრეტებს.

 

წყარო: www.ipn.ge

banner
წინა სტატიაშისამცხე–ჯავახეთის მუფთს ბრალი მეზობლის ცემაში ედება
შემდეგი სტატიათურქეთმა საზღვაო, სახმელეთო და საჰაერო ძალები სრულ მზადყოფნაში მოიყვანა