ფოთში ,,ნაციონალური მოძრაობა“ მაჟორიტარობის კანდიდატად ბექა ბასილაიას წარადგენს.ინფორმაციას პარტიაში ადასტურებენ.
,,ბექა ნიჭიერი და პრესპექტიული ახალგაზრდაა, ახალი სახეა. ის ფოთის და გურიის მოსახლეობას გამოადგება, პარტიას გააძლიერებს. იგი ძლიერი იურისტია და წარმატებული კანდიდატი იქნება, დარწმუნებული ვარ ჩვენი ქალაქისთვის ბევრ სასიკეთო საქმეს გააკეთებს“, – განაცხადა ნაციონალური მოძრაობის პარტიის ფოთის ორგანიზაციის თავმჯდომარემ ვახტანგ დარცმელიძემ.