ფოთში მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით პროკურატურამ გამოძიება დაიწყო

policia

prikuratura-samegreloფოთში მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით პროკურატურამ გამოძიება დაიწყო. სისხლის სამართლის საქმე 19, 108 მუხლით აღიძრა, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.
საქმეს სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილი იძიებს.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე საათის წინ ფოთის რაიონულ პროკურორ ალექსანდრე გოგუაძის მანქანას ესროლეს. შემთხვევა აკაკის ქუჩაზე მოხდა. “ჰიუნდაის” ჯიპის ავტომანქანას ცეცხლსასროლი იარაღით მარცხენა მხარეს რამდენჯერმე ესროლეს.წინასწარი ინფორმაციით, თავდამსხმელი ქვეითად გადაადგილდებოდა.

გასროლის შედეგად არავინ დაშავებულა. გოგუაძის ავტომობილს მძღოლის მხარეს შუშები აქვს დაზიანებული.

banner
წინა სტატიაშიფოთის რაიონულ პროკურორ ალექსანდრე გოგუაძის მანქანას ესროლეს
შემდეგი სტატიაპოროშენკო: სააკაშვილი უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის ან სუვერენიტეტისთვის საშიშროებას არ წარმოადგენს