ფოთში ბენზინგასამართი სადგურის დაყაჩაღების ფაქტზე ორი პირი დააკავეს

ფოთში, ხობის გზატკეცილზე მდებარე ბენზინგასამართ სადგურ „ლუკოილის“ დაყაჩაღების ფაქტზე სამართალდამცველებმა ორი ადამიანი დააკავეს.

შს სამინისტროს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სს კოდექსის 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას გულისხმობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში კი დაკავებულებს 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

აღნიშნული ბენზინგასამართი სადგური 4 თებერვალს დააყაჩაღეს

banner
წინა სტატიაში,,სამწუხაროდ უკრაინელებმა არ გაითვალისწინეს ჩვენი გაფრთხილება, იმედია პოლონელები მაინც გაითვალისწინებენ”-უსუფაშვილი სააკაშვილზე საუბრობს
შემდეგი სტატია“ეს არის აშკარა და ერთმნიშვნელოვანი პოლიტიკური დევნა” – რატიანი სააკაშვილზე