ფოთში არასრულწლოვანმა ქიმიური საწმენდი ნივთიერება „კროტი“ შეჭამა

ფოთში არასრულწლოვანმა ქიმიური საწმენდი ნივთიერება „კროტი“ შეჭამა. არასრულწლოვანი ქალაქის ცენტრალურ კლინიკურ საავადმყოფოში მწვავე ინტოქსიკაციით მიიყვანეს. ოჯახის გადაწყვეტილებით, პაციენტი იაშვილის სახელობის კლინიკაში რეანომობილით გადაიყვანეს.

 

ახლობლების ინფორმაციით, მაღაზიის გამყიდველს შეფუთვა შეეშალა, შედეგად 6 წლის გოგონამ პირის ღრუსა და შინაგანი ორგანოების უმძიმესი დამწვრობა მიიღო. ინციდენტი ფოთში, “ბერვილი-ჯგუფის” ერთ-ერთ მაღაზიაში მოხდა, სადაც შვილიშვილი ტკბილეულის შესაძენად ბებიამ მიიყვანა. მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.

„ბევრილ ჯგუფში“ ამბობენ, რომ შეცდომა როგორც გამყიდველის, ისე ბებიის ბრალიცაა.

„ეს ადამიანური შეცდომაა, რომელიც გამყიდველს მოუვიდა, მაგრამ ბებიაც არ დააკვირდა, რას ყიდულობდა“, – აცხადებენ კომპანიაში.

მოზარდი იაშვილის სახელობის კლინიკაში მკურნალობს.

banner
წინა სტატიაშიტერიტორიული მთლიანობისთვის ომში დაღუპულთა მემორიალთან რამდენიმე ვეტერანი შიმშილობს
შემდეგი სტატიაჯერ ტენდენციები უკეთესობისკენ არ შეცვლილა, მაგრამ შესაბამისი რეაგირება იქნება