ფოთში ახალგაზრდა კაცმა მამინაცვალი მოკლა

Crime Scene

ფოთში ბათუმის ქუჩაზე მკვლელობა მოხდა. 30 წლამდე მამაკაცმა მამინაცვალი მოკლა. მეზობლებმა გარდაცვლილი იატაკზე დაგდებული იპოვეს.

ადგილობრივების თქმით, მას, სავარაუდოდ, დაზიანება დარტყმისგან თავის არეში ჰქონდა მიყენებული. მეზობლების თანახმად, გარდაცვლილი და სავარაუდო ეჭვმიტანილი მარტო ცხოვრობდნენ და ხშირად სვამდნენ.

მომხდარ ფაქტზე საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით აღიძრა, რაც მკვლელობას გულისხმობს.

banner
წინა სტატიაშიქართული საბანკო სისტემა ქართული ეკონომიკის 60%-ს აფინანსებს და ის წამყვანი სისტემაა
შემდეგი სტატიაკალანდიამ ჩვენება მეხუთედ შეცვალა – ვინ ახდენს ზეწოლას მოზარდების მკვლელობის საქმის მთავარ მოწმეზე