პაატა ბურჭულაძემ ფოთსა და ზუგდიდში ფონდის რეგიონული ოფისები გახსნა

პაატა ბურჭულაძემ “საქართველოს განვითარების ფონდის” შიდა პოლიტიკის, ეკონომიკური რეფორმების, საგარეო ურთიერთობების, განათლების, ახალგაზრდობისა და ახალი ტექნოლოგიებისა და ინოვაციების თემატური ჯგუფის ხელმძღვანელებთან და ფონდის წევრებთან ერთად, ფოთსა და ზუგდიდში ფონდის რეგიონული ოფისები გახსნა.
პაატა ბურჭულაძის საქართველოს განვითარების ფონდის გუნდმა ფოთისა და ზუგდიდის ცენტრალური ქუჩები ფეხით მოიარა და ადგილობრივი მოსახლეობის პრობლემები მოისმინა.
პაატა ბუჭულაძემ ასევე შეხვედრა გამართა ფოთის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში შეკრებილ საზოგადოებასთან.
შეხვედრას ფონდის ერთ-ერთი დამფუძნებელი ირაკლი გურჩიანი და ორგანიზაციის თემატური ჯგუფების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ. მათ ადგილობრივების პრობლემები მოისმინეს და ფონდის საქმიანობის და სამომავლო გეგმების შესახებ ინფორმაცია გააცნეს.
დღეიდან ფოთისა და ზუგდიდის მაცხოვრებლებს შესაძლებლობა ექნებათ გაწევრიანდნენ და ჩაერთონ „პაატა ბურჭულაძის საქართველოს განვითარების ფონდში“.
ფოთისა და ზუგდიდის ახლადგახსნილ ოფისებში მონიტორინგის ცენტრები ამოქმედდა. ცენტრი მოსახლეობის პრობლემების შესწავლის და მათი მოგვარების გზებზე იმუშავებს.
საქართველოს განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის პაატა ბურჭულაძის ინიციატივით, ორგანიზაციის წარმომადგენლობითი ოფისები მარტის თვეში, მცხეთასა და გორში გაიხსნება.

banner
წინა სტატიაშიაღმაშენებლის ხეივნიდან მუხათგვერდისკენ გადასასვლელი ესტაკადა გაიხსნა
შემდეგი სტატიასად აღმოაჩინა „ქრონიკა+“-მა გელა ღურწკაიას ტელეფონი?