ფოთისა და ზუგდიდის მატარებლების მოძრაობა შეფერხდა-საკონტაქტო ქსელს მეხი დაეცა

ზუგდიდი-თბილისის ღამის მატარებელი უკვე საათ-ნახევარზე მეტია, ხამისკური-ხეთას მონაკვეთზეა გაჩერებული. როგორც მატარებლის მგზავრებს განუცხადეს, ძლიერი წვიმის გამო, მდინარე ადიდდა და ლიანდაგი ჩახერგა.

ადგილზე სამეგრელოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტიდან მობილიზებულია სპეციალური სამსახურები, თუმცა ამ დრომდე, პრობლემასთან გამკლავება ვერ ხერხდება.

ამასთან, რამდენიმე საათის წინ, ფოთისა და ზუგდიდის მატარებლების მოძრაობა შეფერხდა. „საქართველოს რკინიგზის“ ინფორმაციით, ამ შემთხვევაში, საკონტაქტო ქსელს მეხი დაეცა და მატარებლები მწყობრიდან გამოვიდა-ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი” ავრცელებს.

banner
წინა სტატიაშიშინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატიასტიქია სამეგრელოში(ფოტო-ვიდეო)