ფოთის ქუჩაზე ხანძრის ლოკალიზება ამ დრომდე ვერ ხერხდება

ქუთაისში აფეთქება მოხდა

ფოთის ქ. #9-ში ხანძრის ლოკალიზება ამ დრომდე ვერ ხერხდება. როგორც დაზარალებულებმა განაცხადეს, ცეცხლი დაახლოებით საათნახევრის წინ საცხოვრებელი სახლის სხვენში გაჩნდა და რამდენიმე წუთში მესამე სართულის რამდენიმე ბინას მოედო.
ადგილობრივი მცხოვრებლების თქმით, ხანძარი იმდენად სწრაფად გაძლიერდა, რომ მათ ბინებიდან ნივთების გამოტანაც კი ვერ მოასწრეს.
ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. ადგილზე სახანძრო სამსახურის 5 ბრიგადა მუშაობს.

banner
წინა სტატიაში“ანგრიშს განვიხილავთ როგორც დახმარების, მხარში დგომის ფაქტს”
შემდეგი სტატიანინო გვენეტაძე მამუკა ახვლედიანის მიმართ დისციპლინური სამართალწარმოების დაწყების საკითხზე განმარტებებისგან თავს იკავებს