ფოთის ბაზრობაზე ხანძრის შედეგად ბაზრობის ნახევარზე მეტი ტერიტორია დამწვარია

ფოთის ბაზრობაზე ხანძრის შედეგად ბაზრობის ნახევარზე მეტი ტერიტორია დამწვარია. ცეცხლი ამ დროისთვის ლოკალიზებულია, თუმცა საშიშროება ისევ არსებობს. ადგილზე რჩებიან სახანძრო-სამაშველო სამსახურის ბრიგადები. ფოთის ბაზრობის დირექტორის, თეა ბელქანიას ინფორმაციით, მოვაჭრეებს ბიზნესი დაზღვეული არ ჰქონიათ.ცოტა ხნი სწინ, ინციდენტი მოხდა შემთხვევის ადგილზე. ერთ-ერთმა მოვაჭრემ თვითდაზიანება მიიყენა. დაზარალებული ფოთის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. კლინიკაში ჰიპერტონული კრიზით კიდევ ორი მოვაჭრე მოათავსეს.

ხანძარი ფოთის ბაზრობაზე დღეს დილით გაჩნდა.

ცეცხლი დაახლოებით 2000 კვადრატულ მეტრ ფართობზე იყო გავრცელებული. ადგილზე განთავსებულია 50-მდე მაღაზია და 144-მდე დახლი.

სულ ხანძრის ჩაქრობას 9 სახანძრო-სამაშველო ბრიგადა ცდილობდა, მათ შორის, მეზობელი რაიონებიდან ჩამოსული სახანძროები.ფოთის ბაზრობაზე მომხდარ ხანძართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

 

 

[fbvideo link=”https://www.facebook.com/100008160002608/videos/1932051450410170/” width=”500″ height=”400″ onlyvideo=”1″]

banner
წინა სტატიაშიშს მინისტრი “ბირჟა მაფიას” კლიპზე: ეს არ არის კონკრეტული პოლიციელის გაშარჟება, ეს არის მთელი სისტემის დაკნინების მცდელობა
შემდეგი სტატიააფგან მუხთარლის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა