პორტუგალიელი სახელმწიფო მოღვაწე მარიუ სოარეში გარდაიცვალა

შაბათს, 92 წლის ასაკში, პორტუგალიის ყოფილი პრეზიდენტი მარიუ სოარეში გარდაიცვალა. ის პორტუგალიაში სოციალისტური პარტიის დამფუძნებელი და ქვეყანაში ერთ-ერთი გავლენიანი პოლიტიკოსი იყო.
მას პორტუგალიის “თანამედროვე დემოკრატიის” მამას უწოდებენ.
სხვადასხვა დროს ის ქვეყნის საგარეო სამინისტროს ხელმძღვანელობდა, ასევე იყო პრემიერ-მინისტრი და ევროპარლამენტის წევრი.

მას თვლიდნენ როგორც კარგ ორატორს, ქარიზმატულ ლიდერს, რომელიც პუბლიკას უყვარდა მახვილგონივრულობით და ადამიანურობით – წერს “ბიბისი”.
“მე ერთი ღარიბი ადამიანი ვარ, რომელსაც ჰქონდა ბედნიერება პრინციპებისთვის ებრძოლა და მართალი აღმოჩნდა” – 2015 წლის ერთ-ერთ ინტერვიუში თქვა.

banner
წინა სტატიაშიგამბიაში აშშ-ს საელჩოს თანამშროლმების ოჯახებს ქვეყნის დატოვება უბრძანეს
შემდეგი სტატიასტამბოლის ტერაქტის მომწყობის პიროვნება დადგენილია