პორტუგალიელი პატარა ბიჭი მოტირალ ფრანგ გულშემატკივარს ამშვიდებს (ვიდეო)

პორტუგალიელი პატარა ბიჭი მოტირალ ფრანგ გულშემატკივარს ამშვიდებს (ვიდეო)

მსოფლიოს თითქმის ყველა მსხვილმა გამოცემამ გაავრცელა ვიდეო, სადაც პორტუგალიელი პატარა გულშემატკივარი, საფრანგეთის ნაკრების ფანს, რომელიც ტირის, ამშვიდებს. ვიდეოზე ჩანს, რომ პატარა პორტუგალიელი ფრანგ გულშემტკივართან მიდის და მას თანაგრძნობას უცხადებს.
შემთხვევა გუშინ, ევრო-2016-ის დასრულების შემდეგ მოხდა, სადაც საფრანგეთისა და პორტუგალიის ნაკრებები შეხვდნენ ერთმანეთს. ევროპის 2016 წლის ჩემპიონი პორტუგალია გახდა.

ადრე “თაიმერი” ავრცელებდა, რომ პორტუგალიელი გულშემატკივრები, ევროპის ჩემპიონატზე საკუთარი საფეხბურთო ნაკრების გამარჯვებას ზეიმობენ.
ბევრი ფანი, როგორც სტადიონზე, ასევე პორტუგალიაში, ვერ იჯერებდა იმას, რომ მათი ოცნება ასრულდა – პორტუგალიის ნაკრებმა ევრო-2016-ზე გაიმარჯვა, რამაც ფრანგ გულშემატკივრებს მხოლოდ გულგატეხილობა მოუტანა. ეიფელის კოშკში მდებარე ფან-კლუბში არეულობები დაიწყო. პოლიციამ რამდენიმე ადამიანი დააკავა და ცრემლსადენი გაზიც გამოიყენა.
პორტუგალიის ტრიუმფი განსაკუთრებით მოულოდნელი იყო იმის გამო, რომ გუნდის კაპიტანმა, რონალდუმ, ფრანგ ნახევარმცველთან შეტაკებისას მუხლი დაიზიანა და თამაშის გაგრძელება ვერ შეძლო.
გამარჯვების შემდეგ ეიფელის კოშკი პორტუგალიის დროში ფერებში განათდა.
ლისაბონში ათობით ათასი გულშემატკივარი ქუჩებში გამოვიდა გამარჯვების აღსანიშნავად. ბევრი მათგანი ამბობს, რომ უკანასკნელი 12 წლის კრიზისი პორტუგალიის ნაკრებმა როგორც იქნა დაძლია.

 

https://youtu.be/ENiuRDpztls

banner
წინა სტატიაშიმაია რჩეულიშვილი: ამ ყველაფერს პოლიტიკას ვუკავშირებ
შემდეგი სტატიაადვოკატის ინფორმაციით, მაია რჩეულიშვილს პროკურატურა თანხების მითვისებას ედავება