“პორტა-ბათუმი თაუერი”-ს მშენებლობაზე დასაქმებული მუშები გაიფიცნენ

დღეს დილიდან გაფიცულები არიან პორტა-ბათუმი თაუერი-ს მშენებლობაზე დასაქმებული მუშები. ისინი მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე სამუშაოების შესრულებაზე უარს ამბობენ.

გაფიცული მუშები თურქულ სამშენებლო კომპანიას არაადამიანურ მოპყრობაში ადანაშაულებენ. მათი თქმით, ბოლო პერიოდში ხელფასები შეუმცირეს. ოფიციალრ სადღესასწულო დღეებზე კი არ ასვენებენ.

ისინი არც თავად აპირებენ მუშაობის გაგრძელებას და ამბობენ, რომ არც სხვა მუშებს შეუშვებენ ობიექტზე. თურქული სამშენებლო კომპანიის ხელმძღვანელობა კომეტნარს არ აკეთებს.

banner
წინა სტატიაშიNDI – მთავრობის გაცხადებული მიზანი გახდეს ნატოს წევრი გამოკითხულთა 69%-სთვის მისაღებია
შემდეგი სტატიაესპანეთის საპარლამენტო არჩევნებში მმართველმა კონსერვატიულმა პარტიამ გაიმარჯვა