პოროშენო: უკრაინა უვიზო რეჟიმს ნოემბრის ბოლოს მიიღებს

უკრაინის პრეზიდენტის, პეტრ პოროშენკოს განცხადებით, მისი ქვეყანა ევროპასთან მიმოსვლის უვიზო რეჟიმს ნოემბრის ბოლოს მიიღებს.
,,მე დარწმუნებული ვარ, რომ დოკუმენტები უკრაინისათვის უვიზო რეჟიმის მიცემასთან დაკავშირებით, ხელმოწერილი და რატიფიცირებული იქნება ევროპარლამენტის მიერ. ამასთან დაკავშირებით არანაირი ეჭვები არ მაქვს. შემიძლია თარიღიც გითხრათ – ეს 24 ნოემბრამდე მოხდება, რადგან 24 ნოემბერს უკრაინა-ევროპის კავშირის სამიტი უნდა გაიმართოს და მოვილაპარაკეთ, რომ ამ სამიტისთვის დოკუმენტები მზად იქნება”- განაცხადა პოროშენკომ უკრაინულ ტელეარხთან საუბრისას.

banner
წინა სტატიაში“რულოვსის განცხადება სასიამოვნო არ იყო, თუმცა ამაში ტრაგედია არაფერია”
შემდეგი სტატიასომალელების ტყვეები სიცოცხლის გადასარჩენად ვირთხებს ჭამდნენ