პოროშენკოს სავჩენკოსთვის უკრაინის გმირის წოდების ჩამორთმევა მოსთხოვეს

უკრაინის პრეზიდენტის პეტრე პოროშენკოს ოფიციალურ საიტზე გამოჩნდა პეტიცია, რომელის ავტორებიც უკრაინის ეროვნული გმირის, რადას დეპუტატის, სანეჟდა სავჩენკოსთვის გმირის წოდების ჩამორთმევას მოითხოვენ – პეტიცია დღეს გამოქვეყნდა.
ინიციატორმა დაწერა, რომ სავჩენკო რუსეთის სპესცამსახურებმა გადაიბირეს და ისე გაუშვეს უკრაინაში.
“სავჩენკომ იმაზე დაიწყო საუბარი, რომ დონეცკთან პირდაპირი დიალოგი უნდა დაიწყოს, ამის შემდეგ მან განაცხადა, რომ რუსეთს სანქციები უნდა მოუხსნან. ეს რას გავს, ბატონო პრეზიდენტო? და ეს ადამიანი ატარებს უკრაინის გმირის სახელს?” – პეტიციის ავტორი წერს.

პეტიციამ განსახილველად 25 ათასი ხმა უნდა დააგროვოს. მასალის მომზადების პერიოდში მას სულ რამდენიმე ხმა ქონდა.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს პრეზიდენტი მწუხარებას გამოთქვამს ნათელა ჟორდანიას გარდაცვალების გამო
შემდეგი სტატია“წინასაარჩევნო გარემო ორიენტირებული უნდა იყოს პროგრამებზე და არა ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებაზე და შუღლზე“