პოროშენკოს მიერ ხელი მოეწერა საქართველოს ექსპრეზიდენტისათვის მოქალაქეობის ჩამორთმევის დოკუმენტს

უკრაინაში საქართველოს სრულუფლებიანი ელჩი, გელა დუმბაძე, საქართველოს მესამე პრეზიდენტისთვის, მიხეილ სააკაშვილისთვის უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევის საკითხს ადასტურებს. მისი თქმით, დოკუმენტს უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ, უკვე მოაწერა.

ის აღნიშნავს, რომ დამატებითი ინფორმაცია საქართველოს საელჩოს არ მიუღია, რადგან მიხეილ სააკაშვილი უკრაინის მოქალაქე იყო.

„უკრაინის პრეზიდენტის მიერ ხელი მოეწერა საქართველოს ექსპრეზიდენტისათვის მოქალაქეობის ჩამორთმევის დოკუმენტს. ჩვენი წყაროებიდან ეს დადასტურებულია მოცემული მომენტისთვის. დანარჩენი, რაიმე დამატებითი ან ახსნა- განმარტება ან მოტივაცია საელჩოს არ მიუღია. ის უკრაინის მოქალაქე იყო და შესაბამისად, უკრაინული კანონმდებლობა ამ პროცედურას არ მოითხოვს, რომ შეატყობინონ ჩვენს საელჩოს,“ – განაცხადა გელა დუმბაძემ.

banner
წინა სტატიაშისააკაშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევა დასტურდება
შემდეგი სტატიაპარლამენტის თავმჯდომარე არის უზრდელი და თანამდებობისთვის შეუფერებელი