პოროშენკომ უმაღლესი რადას ვადამდელ არჩევნებზე უარი განაცხადა

დღეს უკრაინა სახელმწიფო დროშის დღეს აღნიშნავს

უკრაინის პრეზიდენტმა პეტრე პოროშენკომ განაცხადა, რომ რადას ახლანდელ შემადგენლობაზე უკეთესის არჩევა შეუძლებელია, ამიტომ ის არ დაუშვებს იმას, რომ ვადამდელი არჩევნები ჩატარდეს – ამის შესახებ ქვეყნის მეთაურმა ასპენ ინსტიტუტის წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა.
“ერთადერთი, რასაც ხაზი მინდა გავუსვა – მე არავითარ შემთხვევაში არ შემიძლია დავუშვა და არც დავუშვებ ვადამდელ არჩევნებს ამ ეტაპისთვის. იმიტომ, რომ ყველაფერ ამასთან ერთად, რის დეკლარირებასაც ახდენენ ცალკეული პოლიტიკური ლიდერები ან მოღვაწეები, მათ ნამდვილი გადატვირთვა არ სურთ, სინამდვილეში მათ ამღვრეულ წყალში სურთ თევზის დაჭერა, სინამდვილეში მათ აწყობთ ვადამდელი არჩევნები. ჩვენ ამის არც დრო გვაქვს და არც აუცილებლობა, იმიტომ, რომ უკეთესი რადა ჩვენ არ გვექნება” – განაცხადა პოროშენომ.

banner
წინა სტატიაშიცოტნე გამსახურდია: “ესაა საზოგადოებისთვის, მართლწესრიგისთვის შეფურთხება ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით!”
შემდეგი სტატიაცეცხლის შეწყვეტის შემდეგ სირიაში პირველი ჰუმანიტარული დახმარება შევიდა