უკრაინის პრეზიდენტმა პეტრე პოროშენკომ დაამტკიცა გეგმა, რომლის მიხედვითაც 2016 წელს უკრაინის ტერიტორიაზე უცხო ქვეყნის ჯარებსაც შეეძლებათ ყოფნა. დოკუმენტის თანახმად, ქვეყანაში შესაძლებელია ნატოს ჯარების რამდენიმე ათასეული ჯარისკაცი იმყოფებოდეს ქვეყანაში. შესაბამისი ბრძანება რამდენიმე საათის წინ გამოქვეყნდა.
დოკუმენტში მითითებულია, რომ აშშ-ს და ნატოს 5 ათასამდე ჯარისაცი საბრძოლო ტექნიკით და 12 თვითმფრინავითნ პროგრამა “პარტნიორობა მშვიდობისათვის” ფარგლებში 2016 წელს განთავსდებიან უკრაინის ტერიტორიაზე.
ჯარისკაცების პირველი ნაკადი 2016 წლის გაზაფხულზე წვრთნებზე კანადიდან, პოლონეთიდან და ლიტვადან 600 სამხედრო მოსამსახურე შევა უკრაინაში.