პოროშენკომ ტუსკს “სავჩენკოს სია” გადასცა

პოროშენკო: თუკი პუტინი აკრიტიკებს სააკაშვილს, ესე იგი, ჩვენ სწორ გზაზე ვდგავართუკრაინის პრეზიდენტმა, პეტრე პორშენკომ ევროსაბჭოს პრეზიდენტს, დონალდ ტუსკს იმ ადამიანების სია გადასცა, რომლებსაც “ნადეჟდა სავჩენკოს საქმის ფაბრიკაციაში” მიუძღვით ბრალი.
უკრაინის მთავრობა მათ წინააღმდეგ სანქციების დაწესებას მოითხოვს.

“პრეზიდენტმა ევროსაბჭოს პრეზიდენტს სანქცირებული წინადადებები შესთავაზა იმ ადამიანების წინააღმდეგ, რომლებმაც სავჩენკოს საქმის ფაბრიკაცია მოახდინეს” – განაცხადა პოროშენკოს პრეს-მდივანმა სვიატოსლავ ცეგოლკომ.
მარტის დასაწყისში ევროპარლამენტის დეპუტატებმა ევროპული დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელს, ფედერიკ მოგერინს მოთხოვნით მიმართეს, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის და კიდევ 28 ადამიანის წინააღმდეგ, რომლებიც უკრაინელი მფრინავის საქმეში არიან ჩართულები, სანქციები დააწესონ.

ადრე პოროშენკომ განაცხადა, რომ კიევმა “სავჩენკოს სიის” შექმნაში ევროკავშირის და აშშ-ს მხარდაჭერით მოქმედებდა და რომ კიევს საერთაშორისო მოკავშირეები ყავს უკრაინელი დეპუტატის საქმეში.

banner
წინა სტატიაშიჩვენ მზად ვართ კონსტრუქციული თანამშრომლობისათვის
შემდეგი სტატიადავით უსუფაშვილი: ჩვენ მზად ვართ, გავუმკლავდეთ გამოწვევებს ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან ერთად