უკრაინის პრეზიდენტმა პიოტრ პოროშენკომ განაცხადა, რომ მაიდანის წლისთავზე კიევის ცენტრში მომხდარი აქციები, რუსული პროპაგანდის ნაწილია – ამის შესახებ უკრაინული მედია წერს.
“კრემლის პროპაგანდამ გააკეთა ყველაფერი იმისათვის, რომ ასე მომხდარიყო. ზუსტად ამის გამო, მათ წინასწარ მოამზადეს მაიდან 3-ის ლოზუნგები. მაგრამ მათ ეს პროვოკაცია არ გამოუვიდათ. ყველა ობიექტური სირთულეების მიუხედავად, უკრაინელებმა უარი განაცხადეს არეულობებზე” – განაცხადა პოროშენკომ.
დღეს დილიდან მაიდანზე კომუნალურმა სამსახურებმა კარვების დემონტაჟი მოახდინეს და ტერიტორია გაწმინდეს. მოედანზე, მიმდინარე მომენტში, დარჩენილია ერთი დიდი კარავი, რომლის ირგვლივ დაახლოებით 50-მდე მონსტრანტია შეკრებილი.
შეგახსენებთ, რომ კიევის ცენტრში საპროტესტო აქციები 20 თებერვალს დაიწყო