უკრაინის პრეზიდენტმა პეტრე პოროშენკომ განაცხადა, რომ უკრაინული ტანკები, საჭიროების შემთხვევაში, წინა ხაზზე გადაინაცვლებენ – “112 უკრაინა” წერს. “ყველა სატანკო ნაწილი და ქვედანაყოფი სრულ საომარ მზადყოფნაშია. ამაში ჩვენ ახლა დავრწმუნდით და, საჭიროების შემთხევევაში, მზად არიან წინა ხაზზე დაბრუნდნენ დროის უმოკლეს მონაკვეთში, ჩვენი თავდაცვითი პოზიციების გასამაგრებლად” – განაცხადა ქვეყნის მეთაურმა ლუგანსკის კიევის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე სამხედროებთან შეხვედრაზე.