პოროშენკომ ალიევს ყირიმის უკრაინის ნაწილად აღიარებისათვის მადლობა გადაუხადა

პოროშენკომ ალიევს ყირიმის უკრაინის ნაწილად აღიარებისათვის მადლობა გადაუხადა

4უკრაინის პრეზიდენტმა, პეტრე პოროშენკომ თავის აზერბაიჯანელ კოლეგას, ილჰამ ალიევს მადლობა გადაუხადა იმის გამო, რომ მან უარი განაცხადა ყირიმის რუსეთის ნაწილად აღიარებაზე – ამის შესახებ დღეს პოროშენკომ ბაქოში ვიზიტისას განაცხადა.
“ჩვენი ქვეყნები ერთმანეთის ტერიტორიულ მთლიანობებს აღიარებენ. უკრაინა არ აღიარებს მთიან ყარაბაღს და არც მომავალში მოხდება ეს. ჩვენ აზერბაიჯანის ანალოგიურ პოზიციას მივესალმებით” – განაცხადა პოროშენკომ.

25 ივნისს ილჰამ ალიევმა მთიანი ყარაბაღის აზერბაიჯანის შემადგენლობაში განსაკუთრებულ სტატუსით სარგებლობა არ გამორიცხა. მთიანი ყარაბაზი არასდროს მიიღებს დამოუკიდებლობას და აზერბაიჯანის ისტორიულ მიწაზე არასდროს შეიქმნება სომხური სახელმწიფო. ეს მთავარი საკითხია. რაც შეეხება მთიანი ყარაბახის სტატუსს, ეს მომავლის საკითხია, ცხადია, შესაძლებელია განსაზღვრული სტატუსის მიცემა” – განაცხადა ალიევმა.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს საზღვართან “ისლამური სახელმწიფოს” სამი მომხრე დააკავეს
შემდეგი სტატიასამოქალაქო სექტორისა და მედიაექსპერტების წარმომადგენლებმა მოსამართლეებსა და პრეზიდენტს მიმართეს