პოროშენკო : ზოგიერთმა უკრაინაში პოლიტიკური აქტიურობის დაწყება გადაწყვიტა,საქართველოს არჩევნებში დამარცხების შემდეგ

უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო იმედოვნებს, რომ მთავრობა ოდესის საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მიხეილ სააკაშვილის გადადგომას მხარს დაუჭერს.

უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ პეტრო პოროშენკო სლოვენიის პრეზიდენტთან გამართული პრესკონფერენციის დროს ჟურნალისტების კითხვებზე პასუხისას განაცხადა.

“ჩვენ დემოკრატიული სახელმწიფო ვართ და თუ მან მიიღო გადაწყვეტილება, დაიწყოს პოლიტიკური კამპანია ოპოზიციურ მოედანზე, ვიმედოვნებ, ხვალ მთავრობა საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანამდებობიდან მისი გადადგომის გადაწყვეტილებას მხარს დაუჭერს”, – განაცხადა პოროშენკომ.
მისივე თქმით, თავის დროზე რამდენიმე ქართველი მოღვაწე უკრაინაში რეფორმების დასანერგად მიიწვიეს.

“ზოგიერთი მათგანი მთავრობაში წარმატებულ მუშაობას აგრძელებენ, მაგალითად, ნაციონალური პოლიციის ხელმძღვანელი ხატია დეკანოიძე, უკრაინის ნაციონალურ ანტიკორუფციულ ბიუროში (უკრაინის ნაციონალური ანტიკორუფციული ბიუროს დირექტორის პირველი მოადგილე გიზო უგულავა) და მრავალი სხვა. ზოგიერთმა მოღვაწეობის სფეროს შეცვლა და უკრაინაში პოლიტიკური აქტიურობის დაწყება გადაწყვიტა საქართველოს არჩევნებში დამარცხების შემდეგ”, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

banner
წინა სტატიაშირატომ არ მოაწერა ხელი ენმ-ს პოლიტსაბჭოს განცხადებას მერაბიშვილმა და რა მისწერა მან სააკაშვილს
შემდეგი სტატიააპატურაი: ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტია ის, რომ საპატრიარქოს დელეგაცია ქართველი ხალხის ნებას მხარს უჭერს