პოროშენკო ტრამპს ინაუგურაციის შემდეგ მალე შეხვდება

უკრაინის პრეზიდენტმა პეტრე პოროშენკომ განაცხადა, რომ ის აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ინაუგურაციის დასრულებისთანავე შეხვდება, რომელიც 20 იანვარს არის დაგეგმილი.
“მე ერთ-ერთი პირველთაგანი ვიყავი, რომელსაც ტრამპმა დაურეკა არჩევნების დასრულებისთანავე. ჩვენ მნიშვნელოვანი დიალოგი გვქონდა და ვაშინგტონში ჩემი ვიზიტი ინაუგურაცის დასრულებისთანავე ჩავნიშნეთ. მომავალ შეხვედრაზე საკითხების ფართო სპექტრს განვიხილავთ” – პოროშენკომ თქვა Bloomberg -თან ინტერვიუში.
ტრამპის და პოროშენკოს შესაძლო შეხვედრაზე ტრამპის ადმინისტრაციიდან თანხმობა არ გავრცელებულა.

banner
წინა სტატიაშიპესკოვმა რუსების მიერ თოვლის ჭამის მზაობაზე ტრამპის თანაშემწეს უპასუხა
შემდეგი სტატიადეირ-ეზ-ზორასა და პალმირაში სირიის სამთავრობო ჯარები კონტრშეტევაზე გადავიდნენ