პოროშენკო რუსეთის წინააღმდეგ ჰააგის სასამართლოში საჩივარს ამზადებს

უკრაინის პრეზიდენტმა პეტრე პოროშენკომ საგარეო საქმეთა სამინისტროს დაავალა, გაეროს ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ კონვენციისა და რასობრივი დისკრიმინაციის ყველა ფორმის წინააღმდეგ კონვენციის დარღვევის გამო, რუსეთის წინააღმდეგ საჩივარი მოამზადოს ჰააგის საერთასორისო სასამართლოსთვის – “112 უკრაინა” ავრცელებს.
პოროშენკომ საგარეო უწყების წარმომადგენლებთან საუბარში აღნიშნა, რომ რუსეთი უკვე სამი წელია ყირიმის ანექსიას ახდენს, ოკუპირებული აქვს დონბასის ნაწილი, ნახევარკუნძულის განადგურებისა და დისკრიმინაციის პოლიტიკას ატარებს, რომლის შედეგადაც ასობით ათასმა ადამიანმა საკუთარი სახლი დატოვა, ათასობით კი დაიღუპა.

banner
წინა სტატიაშიანკარას განაცხადებით სტამბოლის ღამის კლუბზე თავდასხმაში დაზვერის სამსახურებიც არიან ჩართული
შემდეგი სტატიამედია: ობამას ქალიშვილმა და ბაიდენის შვილიშვილმა მაიამიზე ერთად დაისვენეს