პოროშენკო: პატივცემულო ბატონო პუტინ, ან უპატივცემულო, აუხსენი მსოფლიოს…

“აღმოსავლეთ უკრაინაში განვითარებულ მოვლენებზე პასუხისმგებელი რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინია, რომელსაც არ უნდა იქ მშვიდობისმყოფელების ჩაყენება “- განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა პეტრე პოროშენკომ უკრაინის ტელეარხზე დონბასის ზონასა და გაეროს მისიის მშვიდობისმყოფელებზე საუბრისას და  რუსეთის პრეზიდენტს მიმართა:

“დღეს უკვე მშვიდობისმყოფელები საჭიროა, მათ გარეშე შეუძლებელია და შენ, პატივცემულო ბატონო პუტინ, ან უპატივცემულო, აუხსენი მსოფლიოს, რატომ ხარ მშვიდობისმყოფელების წინააღმდეგი. ესე იგი, შენ გეკისრება უკრაინელი სამხედროებისა და მოქალაქეების დაჭრასა და სიკვდილზე პასუხისმგებლობა, პირადად შენ გეკისრება პასუხისმგებლობა ომის დაწყებაზე და ჩვენი სახელმწიფოს წინააღმდეგ აგრესიაში” – თქვა უკრაინის პრეზიდენტმა. პოროშენკო თვლის, რომ თავის რუს კოლეგას შეუძლია დონბასში მშვიდობიანი ხალხის სიკვდილის შეჩერება: “შენ ძალიან მარტივად შეგიძლია ამის გაკეთება. სხვას შენგან არავინ არაფერს ითხოვს” – თქვა პოროშენკომ, რომლის ინფორმაციითაც, დონბასში მშვიდობისმყოფელების ჩაყენების სურვილი 40-მდე ქვეყანამ გამოთქვა, მათ შორის, კანადამ, ავსტრიამ, ფინეთმა, შვედეთმა და სხვა.

banner
წინა სტატიაშირუსეთმა ქართველი დიპლომატის გაძევების შესახებ გაავრცელა
შემდეგი სტატიაერდოღანი: მე მაქვს მტკიცებულება, ქიმიური იარაღი ასადმა გამოიყენა