უკრაინის პრეზიდენტმა, პეტრე პოროშენკომ განაცხადა, რომ საკუთარ ქვეყანაში ოფშორული ანგარიშების სრულად აკრძალვას აპირებს “პანამური დოკუმენტების” გამოქვეყნების შემდეგ.
“მე მნიშვნელოვანი რეფორმების ჩატარებას ვაპირებ, რომელიც უკრაინაში უფშორების გამოყენებას აკრძალავს” – განაცხადა პოროშენკომ.
ინფორმაცია პოროშენკოს კომპანიის ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე დარეგისტრირებისა და სხვადასხვა დარღვევევბის შესახებ, 3 აპრილს ჟურნალისტ-გამომძიებლების საერთაშორისო კონსორციუმმა გამოაქვეყნა. ინფორმაციას საფუძვლად ედო პანამის იურიდიული კომპანია Mossack Fonseca-იდან გაჟონილი დოკუმენტები.
პოროშენკომ საკუთარი კომპანიის შესახებ კომენტარებისას განაცხადა, რომ ის მას გაპრეზიდენტების შემდეგ არ მართავს მან და არ იცის რა ხდება კომპანიაში.